Monday, September 7, 2015

პროექტში განხორციელებული აქტივობები

● თემასთან დაკავშირებული ცოდნის კვლევა მოსწავლეებში;
● საკვლევი ჯგუფების ფორმირება, საკვლევი თემატიკის შესაბამისად;
● ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა:
ა) მოსახლეობის გამოკითხვა;
ბ) ნაგავსაყრელის ტერიტორისათან დაკავშირებული ინფორმაციის მოგროვება;
გ) მიმდინარე სამუშაოების მათემატიკური აღრიცხვა;
● მათემატიკური სტატისტიკური გაანგარიშება და დიაგრამების შედგენა;
● ფოტო–ვიდეო–აუდიო მასალების შექმნა;
● პრეზენტაცია;

● კონფერენცია პროექტის თემაზე, თვალსაჩინოების გამოყენებით;
● წერილი რაიონის გამგეობას და ქალაქის მერიას;
● პროექტის შეჯამება.

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

         (მაქსიმალური ქულების ჯამი გაიყოფა სამზე)

ელემენტარული
1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
1. მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2. ორგანიზება
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
გააზრებული თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3. შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცადრი ინფორმაცია
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4. ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
5. კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებული არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
6. თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
თვალსაჩინოების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტი უკეთ წარმოჩენაში
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა,რაც პროექტს საინტერესოს ხდის
7. შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8. კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებული ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე
9. XXI საუკუნის უნარ–ჩვევების გამოყენება
პროექტზე მუშაობს
მოსწავლეები პრაქტიკაში იყენებენ XXI საუკუნის უნარ–ჩვევებს, თუმცა ამ უნარ–ჩვევების სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. შეკითხვები ძალიან ზოგადია
გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების, მოდელირების და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობები რომლებიც მოსწავლეებს XII საუკუნის უნარ–ჩვევების განვითარებისა და დახვეწაში დაეხმარება.
10. ტექნოლოგიები გამოყენება XXI საუკუნის უნარ–ჩვევების ათვისებისთვის
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს XII საუკუნის უნარ–ჩვევების პრაქტიკას
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს XXI საუკუნის უნარ–ჩვევების განვითარებით, დავალებებისა და სასწავლო მასალის შესაბამისად
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს XXI საუკუნის უნარ–ჩვევების განვითარებით, შესაბამისი დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით
11. დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული.
12. პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვასაჩინოებები
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას


პროექტის ბუკლეტი



ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის ანგარიში
2014 წლის თებერვალ-მარტში გავიარე ტრენინგი, რომლის სახელწოდებაა „პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“. ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ტრენერი: გიორგი არავიაშვილი. ტრენინგის ხანგრძლივობა იყო 36 საათი.
ტრენინგის განმავლობაში დავამუშავეთ საკითხები:
  1.      პროექტებით სწავლება;
  2.      ჩემი პროექტის დაგეგმვა;
  3.      კავშირები;
  4.      სასწავლო ნიმუშების შედგენა;
  5.      მოსწავლეთა პროექტების შეფასება;
  6.      დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის;
  7.      ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით;
  8.      პროექტის პორტფოლიოს ჩვენება;
ტრენინგი მიზნად ისახავდა მასწავლებლების პროფესიული განვითარების დონის ამაღლებას, კერძოდ იმას, რომ მასწავლებლებმა შეძლონ სკოლაში პროექტებით სწავლების განვითარება. შეძლონ ელექტრონულად შექმნან მასწავლებლის პორთფოლიო, გააცნობიერონ პროექტით  სწავლების-დაგეგმვის საჭირო საკითხები და თავისებურებანი, შეძლონ პროექტის შეფასების რუბრიკის შექმნა.
საგანმანათლებლო პროექტები - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები.
დავრწმუნდი, რომ პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლების საშაულებას იძლევა. პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას. პროექტებით სწავლების დროს მასწავლებლები და მოსწავლეები ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. მასწავლებეს გადაჰყავს მოსწავლეები პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში, რათა მათ შეიძინონ ის აუცილებელი კონპეტენციები, რომლებიც გაუადვილებთ მათ პროექტზე მუშაობას. ტრენინგის მსვლელობისას ვიმუშავეთ მასწავლებლის პორტფოლიოს შედგენაზე, შეფასების რუბრიკაზე, ბუკლეტის შედგენაზე.
მასწავლებლის პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის, ანალიზის, შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში.
ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი ძალიან სასარგებლო იყო ჩემი პროფესიული განვითარებსთვის. პირველ რიგში უნდა ავღნიშნო ის, რომ დაწვრილებით გავეცანი საგანმანათლებლო პროექტებით სწავლების საკითხებს, რაზეც ტრენინგამდე გამოცდილება არ მქონია.
ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას ვნერგავ ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაში ახალი პროექტების დაგეგმვაში და ვცდილობ ეს გამოცდილება კოლეგებსაც გავუზიარო.
                                                                                          ლიანა ოქრუაშვილი
                                                                                          10 სექტემბერი, 2015 წელი

სამუშაო გეგმა




პროექტის ანგარიში

პროექტის სახელწოდება - „ეკოლოგიური პრობლემების სტატისტიკური კვლევა“
კლასი - XI
პროექტის განხორციელების ვადები - 3 თვე (2014 წლის მარტი-ივნისი)
პროექტში მონაწილე მასწავლებელი - ლიანა ოქრუაშვილი
პრობლემის არსი - 2010 წელს დიდი ლილოს ტერიტორიაზე გახსნილმა თბილისის მთავარმა, არასტანდარტულმა ნაგავსაყრელმა დასახლებულ პუნქტს ბევრი ეკოლოგიური პრობლემა შეუქმნა (არასასიამოვნო სუნი, მწერებისა და მღრღნელების მომრავბლება, პოლიეთილენის პარკებით დანაგვიანება, ტოქსიკური და ალერგიული გამოვლინებები, მოსწავლეებში ტავბრუხვევის, პირღებინების უამრავი შემთხვევები)
დასახლებული პუნქტის შეწუხელბულმა მოსახლეობამ მრავლასგზის მიმართა ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციებს დახმარებისთვის, მოეწყო საპროტესტო აქციები, მაგრამ უშედეგეოდ. ამ პრობლემებმა გადამაწყვეტინა აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩემს სადამრიგებლო კლასში, XI კლასში.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა დიდი ლილოს ტერიტორიაზე არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების სტატისტიკური კვლევა და მოსწავლეებში მაღალი დონის შემდეგი სააზროვნო უნარების განვითარება:
1.      მოსწავლეებში საკვლევაძიებო უნარების განვითარება;
2.      მოპოვებული ინფორმაციის სტრუქტურულად დალაგება და დიაგრამის პროექტირება;
3.      სტატისტიკური ანალიზისა და შედარების უნარის განვითარება;
4.      პრეზენტაციის და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარება;
5.      კომუნიკაცია და კორპორაციული თანამშრომლობის უნარის განვითარება;
პროექტში იყო განხორციელებული შემდეგი აქტივობები:
1.      საკვლევი ჯგუფების ფორმირება, საკვლევი თემატიკის შესაბამისად;
2.      ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა;
3.      მოსახლეობის გამოკითხვა
4.      ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევისას ინფორმაციის მოგროვება და მიმდინარე სამუშაოების მათემატიკური აღრიცხვა;
5.      მათემატიკური გაანგარიშება და დიაგრამის შედგენა;
6.      ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალების შექმნა;
7.      მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაცია;
8.      კონფერენცია თემაზე „ეკოლოგიური პრობლემების სტატისტიკური კვლევა“ შეგროვილი თვალსაჩინოებისა და ინფორმაციების გამოყენებით;
9.      წერილი რაიონის გამგეობას და ქალაქის მერიას;
10.  პროექტის შეჯამება
საკვლევაძიებო ფოკუს-ჯგუფის მიერ გამოიკითა 100 ოჯახი, როგორც პროექტის დასაწყისში, ასევე დასრულებამდე 2 კვირით ადრე. პროექტზე მუშაობის დროს გამოიკვეთა პრობლემა. ნაგავსაყრელის ტერიტორიის დაცვამ ჯგუფი არ შეუშვა ტერიტორიაზე სურათების გადასაღებად, მაგრამ არც ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა შემოღობილი ნაგავსაყრელის გარე მიმდებარე ტერიტორია. დაბინძურებული არხი, რომელიც ჩაედინება თბილისის ზღვაში, პოლიეთილენის პარკებით საახალწლო ნაძვისხესავით მორთული ქარსაფრები, მყრალი სუნი, უამრავი ყვავი, რომლებიც აბნელებდა მთელს ტერიტორიას.
ამ პრობლემების სტატისტიკურმა კვლევამ, რომლებიც ჩაატრა მეთერთმეტე კლასის 25-მა მოსწავლემ გამოკითხული მოსახლეობის პასუხების შესაბამისად გამოიკვეთა შემდეგი:
1.      არასასიამოვნო სუნი - 70%
2.      მწერებისა და მღრღნელების მომრავლება - 10%
3.      ტოქსიკური მოვლენები - 20%
გამოკვეთილია, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი ყოველგვარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების გარეშე არის აშენებული. ჩატარებული მუშაობის შემდეგ ნაგავსაყრელს მიექცა ცოტა მეტი ყურადღება ქ. თბილისის საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურებიდან. გამოიკვეთა სამგორის რაიონის დეპუტატის გ. ზუმბაძის აქტიურობა, რომელიც იზიარებდა და მოითხოვდა მოსახლეობის მთავარ მოთხოვნას - არსებული ნაგავსაყრელი დაკონსერვდეს და გადატანილ იქნას იმ ტერიტორიაზე, რომელიც უსაფრთხო იქნება, როგორც მოსახლეობისათვის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.
პროექტის განხორციელებაში კლასს ძალიან დაეხმარა მოსახლეობა, მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია, დასთანხმდნენ სათანადო ჩანაწერების გაკეთებაზე, სურათებისა და ვიდეოს გადაღებაზე.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაგავსაყრელის ხელმძღვანელობამ მიიღო სათანადო ზომები და მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, რაზეც დამოკიდებულია ათასეულობით მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მაგრამ ეს ყველაფერი, ვფიქრობთ მაინც დროებითია, რადგან პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება და სამომავლოდ შესაცვლელია ამ მხრივ არსებული ინფრასტრუქტურა და ნაგავსაყრელი დასაკონსერვებელია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული პრეზენტაციებისა და კონფერენციების შემდეგ მოსწავლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაეწერათ წერილი ქალაქის მერიაში გასაგზავნი. დაწერეს კიდეც და ითხოვდნენ: სიცოცხლის უფლებას ჯანსაღ გარემოში (წერილზე პასუხი არ მიუღიათ).
ვფიქრობ, პროექტი არის მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური, არამარტო დიდი ლილოს მოსახლეობისათვის, არამედ ნაგავსაყრელის ახლოს 1-2 კილომეტრში მცხოვრები ყველა მოსახლესათის, სადაც გამოკვეთილია ანალოგიური პროლემები.
ხელისუფლებისაგა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მხრივ არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტში უშუალოდ მონაწილეობდა მეთერთმეტე კლასის 25 მოსწავლე, ხოლო ჩვენ მიერ ჩატარებულ აქტივობებში მონაწილეობდა სკოლის 150 მოსწავლე და დასახლების ნახევარზე მეტი მაცხოვრებელი.

პროექტის მიმდანარეობის ამსახველი მასალა ფოტო-ვიდეო დოკუმენტაცია იხილეთ ბლოგზე: http://inteloqro.blogspot.com/

განაცხადი


Sunday, March 16, 2014

მეცხრე დღე

დღეს დამთავრდა ძალიან საინტერესო ტრენინგ-კურსი, რომელიც INTEL- გვაჩუქა. გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღეები.ვფიქრობ მომავალშიამ პროექტით სწავლება საინტერესო იქნება.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გიორგი არავიაშვილს არაჩვეულებრივი ტრენინგებისათვის.ეს დღეები დაუვიწყარი იქნება მთელი პედაგოგიური მოღვაწეობისას.
წარმატებას ვუსურვებ ყველა პედაგოგს!

Saturday, March 15, 2014

მერვე დღე

დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეთა წარმატებებზე.დავგეგმეთ მოსწავლეთა წარმატებებისათვისდამხმარე ნიმუშები.ნელა–ნელა ილევა სატრენინგო დრო.გული ძალიან მწყდება.მაგრამ მიხარია, რომ ჩემი პორტფოლიო თანდათან საინტერესო ხდება. შემდეგ მეცადინეობაზე პრეზენტაცია გვაქვს.წარმატებებს ვუსურვებ ყველა კოლეგას!!!

Tuesday, March 11, 2014

მეშვიდე დღე


ამ დღეს განვიხილეთ მოდული V. მოსწავლეთა პროექტების შეფასება. განვიხილეთ აქტივობა 1.
ვისაუბრეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელ შეფასებებზე.
განვიხილეთ აქტივობა 2. ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენაზე. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რას შევაფასებდით მოსწავლეთა პრეზენტაციაში.
განვიხილეთ ვირტუალური ელჩის ჯგუფური განხილვის რუბრიკა და ვირტუალური ელჩის მულტიმედიური პრეზენტაციის რუბრიკის შედგენა.

Saturday, March 8, 2014

პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ლიანა ოქრუაშვილი
რაიონი
ისანი-სამგორის
სკოლა
217-საჯარო სკოლა
ქალაქი
თბილისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება მატემატიკის გამოყენება
ეკოლოგიური პრობლემების სტატისტიკური კვლევა
თემის შინაარსი
მოსწავლეები ირგებენ სტატისტიკოსის როლს. გარკვეული  დროის მანძილზე ისინი აგროვებენ სტატისტიკურ ინფორმაციას აღნიშნული თემის შესახებ. ახდენენ მონაცემთა კლასიფიკაციას და აგებენ მონაცემების ამსახველ დიაგრამებს. აკეთებენ მომავლის პროგნოზს. საბოლოოდ მოსწავლეები წარმოადგენენ შეფასებას და თავიანთი პროგნოზების სოციალ–ეკონომიკურ მნიშვნელობას. ასევე დასაბუთებას, რომ სტატისტიკური კვლევა მომავლის პროგნოზირების ეფექტური საშუალებაა.
საგანი
მათემატიკა
დონე/კლასი  
კლასი XI(16–17 წელი)
განხორციელების დროის ჩარჩო
3 თვე.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
● მოსწავლეებს შეუძლიათ დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება. შედეგი თვალსაჩინო იქნება, თუ მოსწავლე განსაზღვრას რესპოდენტს, ირჩევს კითხვარს და იყენებს მას მონაცემთა შესაგროველბლად;
● მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია. შედეგი თვალსაჩინოა, თუ იგი ირჩევს მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, აგებს და განმარტავს ცხრილებს, დიაგრამებს;
● მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ითვლის და იყენებს შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს. განსაზღვრას მოდალურ კლასს და აფასებს საშუალოს, მედიანას და დიაპაზონს, დაჯგუფებულ მონაცემთა სიმრავლისათვის, ითვალისწინებს მათ რეალურ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღებისას, ასაბუთებს ვარაუდის მართლზომიერებას.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
● ბეჭვდითი და ელექტრონული წყაროების გამოყენებით ჩაატარონ კვლევა თემასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად;
● გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა მონაცემების რიცხვით მახასიათებლების შესახებ დიაგრამების აგებისას;
●  წარმოადგინონ მომავლის პროგნოზები და მიღებული მონაცემების ანალიზი პრეზენტაციის და საინფორმაციო ბიულეტენის ან ყველასთვის ხელმისაწვდომი საიტის საშუალებით;
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა მნიშვნელობა აქვს სტატისტიკურ გამოთვლებს პრობლემის კვლევაში?
             თემატური კითხვები
რა პრობლემები გამოიწვია არასწორად გათვლილმა სტატისტიკურმა მონაცემებმა ნაგავსაყრელთან დაკავშირებით? როგორ შეიძლება მონაცემების წარმოდგენა სხვადასხვა ხერხით კონკრეტული სიტუაციის განხილვის მაგალითზე?
შინაარსობრივი კითხვები
 ყოველდღიურად რა მოცულობის ნარჩენები შედის ნაგავსაყრელზე?
 რა პროცენტით იქნა დამუშავებული ადრე დაყრილი ნაგავი?
 როგორ შეიძლება მონაცემების დამუშავება და წარმოდგენა?
რა პრობლემების წინაშე დგას ნაგავსაყრელის გამო მოსახლეობა?
იმ ძირითადი ჩივილების წარმოდგენა, რასაც მოსახლეობა განიცდის.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შედარერბა წინა წლებთად შედარებით, გამოსახული პროცენტებში.

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ









● საშინაო დავალების განხილვა;
● მოსწავლის საჭიროებების განმსაზღვრელი შეფასება;
● მათემატიკის სამუშაო დღიური;
●პრეზენტაციები.

● ტესტი;
● გამოკითხვა;
● ბროშურის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი.
● ზეპირი პრეზენტაციის რუბრიკა;
● კონფერენცია;
● დღიურები;
● ჯგუფური მუშაობის რუბრიკა;
● კითხვარი.
● შენიშვნები მიზეზ–შედეგობრივი დიაგრამის შესახებ;
● პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი;
● პრეზენტაციის გზამკვლევი;
● კონფერენციები.
● ჯგუფური მუშაობის რუბრიკა;
● პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი.

● დისკუსია;
● ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება;
●პროექტის რუბრიკა.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან  მუშაობისას  იყენებთ  საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
ელექტრონული პრეზენტაციების და საგამომცემლო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
● წერილობითი და ზეპირი ფორმით მასალების ინტერპრეტირების და მოსაზრებების გამოხატვის უნარი;
● ვორდის პროგრამაში მუშაობის და პუბლიკაციის შექმნის საბაზისო ცოდნა.
სასწავლო პროცედურები
პროექტის დაწყებამდე

მოცემული პროექტი მოითხოვს მათემატიკის ცოდნას. მოსწავლეებმა წარსული ცოდნა საშინაო დავალებების შესრულებით უნდა გაიხსენონ. საშიანო დავალების ამოცანების პასუხები მოცემულია საკლასო განხილვისთვის. საშინაო დავალება 2 მიზანს ემსახურება. კონვერსიის უნარების გავარჯიშება და მასწავლებლისთვის ინფორმაციის მიწოდება მათემატიკის პროექტისათვის მოსწავლეების მზაობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეები მიიღებენ დამატებით მეცადინეობას.

ვამეორებინებთ ადრე შესწავლილ შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, განვიხილავთ მონაცემთა ერთობლიობის სტანდარტულ გადახრასაც. მნიშვნელობანია მათი შედარება და რეალურ ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღებისას გამოყენება.  განვიხილავთ ახალი სახის დიაგრამებს (ფოთლებიანი ღეროს მსგავსი დიაგრამა, სიხშირული პოლიგონი, ოგივა, დაგროვილ ფარდობით სიხშირეთა დიაგრამა), ისინი ხშირად ვარაუდების გამოთქმის საშუალებას იძლევა, აადვილებს შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლასა და გააზრებას. მოსწავლეები ეცნობიან სტატისტიკური მონაცემების შეგროვების ხერხებს – დაკვირვებას, აღრიცხვას, ანკეტირებას, ექსპერიმენტს. განიხილავენ ამ ხერხების გამოყენების კონკრეტულ მაგალითებს. იხილავენ ცხოვრებისეულ მაგალითებს, რომლებშიც მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, რაც ხერხდება ამ მონაცემების თვალსაჩინოდ და აღსაქმელად  მოსახერხებელი ფორმით წარმოდგენით. ეცნობიან მონაცემთა ერთობლიობისა და ცალკეული მონაცემების რამდენიმე მახასიათებელს – დაგროვილ სიხშირეს, დაგროვილ ფარდობით სიხშირეს, რანგს. განიხილავენ მონაცემთა წარმოდგენის სხვადასხვა ხერხს. ააგებენ სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს. განხილული საკითხები მოიცავენ პროექტის შეკითხვებს: 1) რას წარმოადგენს სტატისტიკური გამოკვლევების პირველი ეტაპი? (მონაცემების შეგროვება) 2) რა არის მონაცემთა შეგროვების საშუალებები? (გაზომვა, ექსპერიმენტი, ადამინთა ჯგუფის გამოკითხვა წინასწარ მომზადებული ანკეტით), 3) როგორ წარმოვადგინოთ მონაცემები ხელსაყრელი სახით? (მონაცემების მთელ ერთობლიობას დავყობთ ერთი და იმავე „სიგრძის“ ჯგუფებად – კლასებად. შემდეგ ვითვლით თითოეულ მცირე ინტერვალში მოხვედრილ მონაცემებს), 4) როგორ იგება წერტილოვანი და სვეტოვანი დიაგრამები? (სათანადო მონაკვეთი დავყოთ ცხრილის შესაბამისად ტოლ ნაწილებად და თითოეულზე „ავაგოთ“ მართკუთხედი, რომლის სიმაღლე სიხშირეთა პროპორციული იქნება), 5) რომელ კლასს ეწოდება მოდალური კლასი? (ყველაზე მეტი შედეგი რომელ ინტერვალშიც ხვდება), 6) რას ეწოდება დაგროვილი სიხშირე? (დაგროვილი სიხშირე სიხშირეთა თანმიმდებრობით შეკრების შედეგია), 7) რა აადვილებს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას? (გეომეტრიული გამოსახვა, რაც განპირობებულია სიხშირეთა განაწილების წერტილოვანი დიაგრამის აგებით), 8) როგორ იგება დაგროვილ სიხშირეთა განაწილების წირი – ოგივა? (აგებული წერტილების თანამიმდევრულად მონაკვეთებით შეერთებით მიღებული წირი დაგროვილ (კუმულაციურ) სიხშირეთა განაწილების წირია – ოგივა), 9) რას ვიყენებთ რიცხვით მონაცემთა დასახასიათებლად? (საშუალოს, მოდას, მედიანას, დიაპაზონს და საშუალო კვადრატულ სტანდარტულ გადახრას), 10) როგორ იგება მონაცემების მიხედვით წრიული დიაგრამა? ( ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებს  წარვუდგენ სლაიდ შოუს, რომელზედაც დაისმება კითხვები წრიული დიაგრამების აგებასთან დაკავშირებით. მოსწავლეები გაიხსენებენ სრული კუთხის გრადუსულ ზომას, წრის ნაწილს – სექტორს და ამ ნაწილის შესაბამისი პროცენტით გამოსახვას).
კითხვებზე პასუხი განსაზღვრავს მოსწავლეების მიერ საკითხის გააზრების ხარისხს. ძირითადი ცნებების ცოდნის გასამყარებლად მოსწავლეებს მიეწოდებათ დამატებითი რესურსები ინტერნეტიდან. ამ ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ მოკლე ტესტი, რომლის მიზანია ინფორმაციის მიწოდება შემდგომ დავალებაზე გადასვლისათვის, ეს მოითხოვს ბროშურის შექმნას მოსწავლეების მზაობის შესახებ. მოსწავლეებს ვთხოვ მოიძიონ მონაცემები ევროპის საკლუბო ტურნირებში საუკეთესო ფეხბურთელების „მეკარე,  მცველი, ნახევარმცველი,  თავდამსხმელი“ გამოვლენის შესახებ. ვთხოვდი შეედგინათ საკუთარი  ანკეტა, რომლითაც გამოიკითხებოდა მოსახლეობა ნაგავსაყრელთან დაკავშირებით.
პროექტის გაცნობა
თეორიული ცოდნის გამყარების შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას: „ეკოლოგიური პრობლემის სტატისტიკური კვლევა“ და განვუმარტებ, რომ უნდა გამოიკვლიონ ის საკითხვები, რომლებიც გაჩნდა პრობლემებად დიდი ლილოს ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის გადმოტანის შემდეგ. დავარიგებ პროექტის რუბრიკას. მას განვიხილავ მთელ კლასთან ერთად და განვიხილავ პროექტის მოლოდინს. რუბრიკებს მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას სახელმძღვანელოდ გამოიყენებენ.
კვლევის დაწყება
მოსწავლეები შეისწავლიან გარემო პირობებს. მატ ავუხსნი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნად მიიღონ. 
მოსწავლეებს გადავანაწილებ ჯგუფებში და ვთხოვ თავად აირჩიონ ინდივიდუალური კვლევის თემა. ჯგუფებში გამოიკვლევენ სხავდასხვა თემას, რომელიც შეკითხვებად იყო პროექტში დასმული.
მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ თავიანთ თემებთან დაკავშირებულ ჰიპოთეზას. შემდეგ შეადგენენ გეგმას. მოსწავლეები თავიანთ ჰიპოთეზას შეამოწმებე, შეაფასებენ და დასკვნებს გააკეთებენ.
მოსწავლეებს მიეცემათ საკმარისი დრო კვლევის ჩასატარებლად. შერჩეულ თემზე კვლევის ჩასატარებლად მათ მიეცემათ მითითებები იმ ფაქტორების შესახე, რომლებმაც გამოიწვია ჰაერის დაბინძურება, მღრღნელების მომრავლება, ტოქსიკური და ალერგიოლი გამოვლინებები









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
ვებმისამართები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას. Didililo217.blogspot.com
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)