პროექტის სახელწოდება - „ეკოლოგიური პრობლემების სტატისტიკური
კვლევა“
კლასი - XI
პროექტის განხორციელების ვადები - 3 თვე (2014 წლის
მარტი-ივნისი)
პროექტში მონაწილე მასწავლებელი - ლიანა ოქრუაშვილი
პრობლემის არსი - 2010 წელს დიდი ლილოს ტერიტორიაზე
გახსნილმა თბილისის მთავარმა, არასტანდარტულმა ნაგავსაყრელმა დასახლებულ პუნქტს ბევრი
ეკოლოგიური პრობლემა შეუქმნა (არასასიამოვნო სუნი, მწერებისა და მღრღნელების მომრავბლება,
პოლიეთილენის პარკებით დანაგვიანება, ტოქსიკური და ალერგიული გამოვლინებები, მოსწავლეებში
ტავბრუხვევის, პირღებინების უამრავი შემთხვევები)
დასახლებული პუნქტის შეწუხელბულმა მოსახლეობამ მრავლასგზის
მიმართა ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციებს დახმარებისთვის, მოეწყო საპროტესტო აქციები,
მაგრამ უშედეგეოდ. ამ პრობლემებმა გადამაწყვეტინა აღნიშნული პროექტის განხორციელება
ჩემს სადამრიგებლო კლასში, XI
კლასში.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა დიდი ლილოს ტერიტორიაზე
არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების სტატისტიკური
კვლევა და მოსწავლეებში მაღალი დონის შემდეგი სააზროვნო უნარების განვითარება:
1.
მოსწავლეებში საკვლევაძიებო უნარების განვითარება;
2.
მოპოვებული ინფორმაციის სტრუქტურულად დალაგება და დიაგრამის
პროექტირება;
3.
სტატისტიკური ანალიზისა და შედარების უნარის განვითარება;
4.
პრეზენტაციის და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარება;
5.
კომუნიკაცია და კორპორაციული თანამშრომლობის უნარის
განვითარება;
პროექტში იყო განხორციელებული შემდეგი აქტივობები:
1.
საკვლევი ჯგუფების ფორმირება, საკვლევი თემატიკის შესაბამისად;
2.
ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა;
3.
მოსახლეობის გამოკითხვა
4.
ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევისას ინფორმაციის
მოგროვება და მიმდინარე სამუშაოების მათემატიკური აღრიცხვა;
5.
მათემატიკური გაანგარიშება და დიაგრამის შედგენა;
6.
ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალების შექმნა;
7.
მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაცია;
8.
კონფერენცია თემაზე „ეკოლოგიური პრობლემების სტატისტიკური
კვლევა“ შეგროვილი თვალსაჩინოებისა და ინფორმაციების გამოყენებით;
9.
წერილი რაიონის გამგეობას და ქალაქის მერიას;
10. პროექტის
შეჯამება
საკვლევაძიებო
ფოკუს-ჯგუფის მიერ გამოიკითა 100 ოჯახი, როგორც პროექტის დასაწყისში, ასევე დასრულებამდე
2 კვირით ადრე. პროექტზე მუშაობის დროს გამოიკვეთა პრობლემა. ნაგავსაყრელის ტერიტორიის
დაცვამ ჯგუფი არ შეუშვა ტერიტორიაზე სურათების გადასაღებად, მაგრამ არც ნაკლებ პრობლემას
წარმოადგენდა შემოღობილი ნაგავსაყრელის გარე მიმდებარე ტერიტორია. დაბინძურებული არხი,
რომელიც ჩაედინება თბილისის ზღვაში, პოლიეთილენის პარკებით საახალწლო ნაძვისხესავით
მორთული ქარსაფრები, მყრალი სუნი, უამრავი ყვავი, რომლებიც აბნელებდა მთელს ტერიტორიას.
ამ პრობლემების
სტატისტიკურმა კვლევამ, რომლებიც ჩაატრა მეთერთმეტე კლასის 25-მა მოსწავლემ გამოკითხული
მოსახლეობის პასუხების შესაბამისად გამოიკვეთა შემდეგი:
1.
არასასიამოვნო სუნი - 70%
2.
მწერებისა და მღრღნელების მომრავლება - 10%
3.
ტოქსიკური მოვლენები - 20%
გამოკვეთილია,
რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი ყოველგვარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის
მომზადების გარეშე არის აშენებული. ჩატარებული მუშაობის შემდეგ ნაგავსაყრელს მიექცა
ცოტა მეტი ყურადღება ქ. თბილისის საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურებიდან.
გამოიკვეთა სამგორის რაიონის დეპუტატის გ. ზუმბაძის აქტიურობა, რომელიც იზიარებდა და
მოითხოვდა მოსახლეობის მთავარ მოთხოვნას - არსებული ნაგავსაყრელი დაკონსერვდეს და გადატანილ
იქნას იმ ტერიტორიაზე, რომელიც უსაფრთხო იქნება, როგორც მოსახლეობისათვის, ისე თბილისის
საერთაშორისო აეროპორტისთვის.
პროექტის განხორციელებაში
კლასს ძალიან დაეხმარა მოსახლეობა, მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია, დასთანხმდნენ სათანადო
ჩანაწერების გაკეთებაზე, სურათებისა და ვიდეოს გადაღებაზე.
გარკვეული პერიოდის
განმავლობაში ნაგავსაყრელის ხელმძღვანელობამ მიიღო სათანადო ზომები და მდგომარეობა
შედარებით გამოსწორდა, რაზეც დამოკიდებულია ათასეულობით მოსახლეობის ჯანმრთელობა და
სიცოცხლე, მაგრამ ეს ყველაფერი, ვფიქრობთ მაინც დროებითია, რადგან პრობლემა კვლავ პრობლემად
რჩება და სამომავლოდ შესაცვლელია ამ მხრივ არსებული ინფრასტრუქტურა და ნაგავსაყრელი
დასაკონსერვებელია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული პრეზენტაციებისა და
კონფერენციების შემდეგ მოსწავლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაეწერათ წერილი ქალაქის
მერიაში გასაგზავნი. დაწერეს კიდეც და ითხოვდნენ: სიცოცხლის უფლებას ჯანსაღ გარემოში
(წერილზე პასუხი არ მიუღიათ).
ვფიქრობ, პროექტი
არის მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური, არამარტო დიდი ლილოს მოსახლეობისათვის, არამედ
ნაგავსაყრელის ახლოს 1-2 კილომეტრში მცხოვრები ყველა მოსახლესათის, სადაც გამოკვეთილია
ანალოგიური პროლემები.
ხელისუფლებისაგა
მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მხრივ არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტში უშუალოდ
მონაწილეობდა მეთერთმეტე კლასის 25 მოსწავლე, ხოლო ჩვენ მიერ ჩატარებულ აქტივობებში
მონაწილეობდა სკოლის 150 მოსწავლე და დასახლების ნახევარზე მეტი მაცხოვრებელი.
პროექტის მიმდანარეობის
ამსახველი მასალა ფოტო-ვიდეო დოკუმენტაცია იხილეთ ბლოგზე: http://inteloqro.blogspot.com/
No comments:
Post a Comment