Monday, September 7, 2015

ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის ანგარიში
2014 წლის თებერვალ-მარტში გავიარე ტრენინგი, რომლის სახელწოდებაა „პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“. ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ტრენერი: გიორგი არავიაშვილი. ტრენინგის ხანგრძლივობა იყო 36 საათი.
ტრენინგის განმავლობაში დავამუშავეთ საკითხები:
  1.      პროექტებით სწავლება;
  2.      ჩემი პროექტის დაგეგმვა;
  3.      კავშირები;
  4.      სასწავლო ნიმუშების შედგენა;
  5.      მოსწავლეთა პროექტების შეფასება;
  6.      დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის;
  7.      ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით;
  8.      პროექტის პორტფოლიოს ჩვენება;
ტრენინგი მიზნად ისახავდა მასწავლებლების პროფესიული განვითარების დონის ამაღლებას, კერძოდ იმას, რომ მასწავლებლებმა შეძლონ სკოლაში პროექტებით სწავლების განვითარება. შეძლონ ელექტრონულად შექმნან მასწავლებლის პორთფოლიო, გააცნობიერონ პროექტით  სწავლების-დაგეგმვის საჭირო საკითხები და თავისებურებანი, შეძლონ პროექტის შეფასების რუბრიკის შექმნა.
საგანმანათლებლო პროექტები - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები.
დავრწმუნდი, რომ პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლების საშაულებას იძლევა. პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას. პროექტებით სწავლების დროს მასწავლებლები და მოსწავლეები ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. მასწავლებეს გადაჰყავს მოსწავლეები პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში, რათა მათ შეიძინონ ის აუცილებელი კონპეტენციები, რომლებიც გაუადვილებთ მათ პროექტზე მუშაობას. ტრენინგის მსვლელობისას ვიმუშავეთ მასწავლებლის პორტფოლიოს შედგენაზე, შეფასების რუბრიკაზე, ბუკლეტის შედგენაზე.
მასწავლებლის პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის, ანალიზის, შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში.
ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი ძალიან სასარგებლო იყო ჩემი პროფესიული განვითარებსთვის. პირველ რიგში უნდა ავღნიშნო ის, რომ დაწვრილებით გავეცანი საგანმანათლებლო პროექტებით სწავლების საკითხებს, რაზეც ტრენინგამდე გამოცდილება არ მქონია.
ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას ვნერგავ ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაში ახალი პროექტების დაგეგმვაში და ვცდილობ ეს გამოცდილება კოლეგებსაც გავუზიარო.
                                                                                          ლიანა ოქრუაშვილი
                                                                                          10 სექტემბერი, 2015 წელი

No comments:

Post a Comment