მათემატიკის გამოყენება
Wednesday, September 23, 2015
Monday, September 7, 2015
პროექტში განხორციელებული აქტივობები
● თემასთან დაკავშირებული ცოდნის კვლევა მოსწავლეებში;
● საკვლევი ჯგუფების ფორმირება, საკვლევი თემატიკის შესაბამისად;
● ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა:
ა) მოსახლეობის გამოკითხვა;
ბ) ნაგავსაყრელის ტერიტორისათან დაკავშირებული ინფორმაციის
მოგროვება;
გ) მიმდინარე სამუშაოების მათემატიკური აღრიცხვა;
● მათემატიკური სტატისტიკური გაანგარიშება და დიაგრამების შედგენა;
● ფოტო–ვიდეო–აუდიო მასალების შექმნა;
● პრეზენტაცია;
● კონფერენცია პროექტის თემაზე, თვალსაჩინოების გამოყენებით;
● წერილი რაიონის გამგეობას და ქალაქის მერიას;
● პროექტის შეჯამება.
● წერილი რაიონის გამგეობას და ქალაქის მერიას;
● პროექტის შეჯამება.
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
(მაქსიმალური ქულების
ჯამი გაიყოფა სამზე)
|
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები
2 ქულა
|
ოსტატური
3 ქულა
|
1. მიზანი
|
არ არის კარგად გამოკვეთილი,
ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე
ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი
მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
2. ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული,
არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებული თანმიმდევრულობა,
ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული
ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
|
3. შინაარსის კორექტულობა
|
ხშირად გვხვდება შეუსაბამო,
მცადრი ინფორმაცია
|
ძირითადად კორექტულია,
ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული,
ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
4. ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავი,
ხშირი შეცდომებით
|
ენობრივად გამართული,
მცირე შეცდომებით
|
ენობრივად გამართულია,
დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
|
5. კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა
დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევა დაგეგმილია,
მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია
გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
|
კვლევა არის დაგეგმილი,
გამოყენებული არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
|
6. თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები ხშირად
შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის
მხრიდან
|
თვალსაჩინოების კავშირი
შინაარსთან ნათელია, მაგრამ ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება
პროექტი უკეთ წარმოჩენაში
|
მრავალფეროვანი, შინაარსის
შესატყვისი, აკურატულად ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა,რაც
პროექტს საინტერესოს ხდის
|
7. შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითი
ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის
ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა,
სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
8. კავშირები საგნებთან
|
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია
საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
|
მოსაზრებები დაკავშირებული
ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება მთავარი მოსაზრებების
დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი
მიმართულებით კომპეტენტურობაზე
|
9. XXI
საუკუნის უნარ–ჩვევების
გამოყენება
|
პროექტზე მუშაობს
|
მოსწავლეები პრაქტიკაში
იყენებენ XXI საუკუნის უნარ–ჩვევებს, თუმცა ამ უნარ–ჩვევების სწავლებისა
და განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. შეკითხვები ძალიან ზოგადია
|
გეგმაში ინტეგრირებულია
სწავლების, მოდელირების და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობები რომლებიც მოსწავლეებს
XII საუკუნის უნარ–ჩვევების განვითარებისა და დახვეწაში დაეხმარება.
|
10. ტექნოლოგიები გამოყენება
XXI საუკუნის უნარ–ჩვევების ათვისებისთვის
|
ტექნოლოგიების გამოყენება
ხელს უწყობს XII საუკუნის უნარ–ჩვევების პრაქტიკას
|
ტექნოლოგიების გამოყენება
ხელს უწყობს XXI საუკუნის უნარ–ჩვევების განვითარებით, დავალებებისა
და სასწავლო მასალის შესაბამისად
|
ტექნოლოგიების გამოყენება
ხელს უწყობს სწავლის პროცესს XXI საუკუნის უნარ–ჩვევების განვითარებით, შესაბამისი
დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით
|
11. დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული
დასკვნები
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია
კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
|
დასკვნებში არის სიახლე
(ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული.
|
12. პრეზენტაცია
|
ეფექტურად არ არის
წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის
მიზნობრივად გამოყენებული თვასაჩინოებები
|
ბუნდოვნად აყალიბებს
პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
|
ნათლად ჩამოყალიბებული
პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი,
იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას
|
ტრენინგის ანგარიში
ტრენინგის ანგარიში
2014 წლის თებერვალ-მარტში გავიარე ტრენინგი, რომლის
სახელწოდებაა „პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“.
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი, ტრენერი: გიორგი არავიაშვილი. ტრენინგის ხანგრძლივობა იყო 36 საათი.
ტრენინგის განმავლობაში დავამუშავეთ საკითხები:
1.
პროექტებით სწავლება;
2.
ჩემი პროექტის დაგეგმვა;
3.
კავშირები;
4.
სასწავლო ნიმუშების შედგენა;
5.
მოსწავლეთა პროექტების შეფასება;
6.
დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის;
7.
ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით;
8.
პროექტის პორტფოლიოს ჩვენება;
ტრენინგი მიზნად ისახავდა მასწავლებლების პროფესიული
განვითარების დონის ამაღლებას, კერძოდ იმას, რომ მასწავლებლებმა შეძლონ სკოლაში პროექტებით
სწავლების განვითარება. შეძლონ ელექტრონულად შექმნან მასწავლებლის პორთფოლიო, გააცნობიერონ
პროექტით სწავლების-დაგეგმვის საჭირო საკითხები
და თავისებურებანი, შეძლონ პროექტის შეფასების რუბრიკის შექმნა.
საგანმანათლებლო პროექტები - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის
ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც
ვითარდება კვლევითი შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები.
დავრწმუნდი, რომ პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული
სწავლების საშაულებას იძლევა. პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას
მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლება
იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას. პროექტებით სწავლების
დროს მასწავლებლები და მოსწავლეები ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. მასწავლებეს
გადაჰყავს მოსწავლეები პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში, რათა მათ შეიძინონ
ის აუცილებელი კონპეტენციები, რომლებიც გაუადვილებთ მათ პროექტზე მუშაობას. ტრენინგის
მსვლელობისას ვიმუშავეთ მასწავლებლის პორტფოლიოს შედგენაზე, შეფასების რუბრიკაზე, ბუკლეტის
შედგენაზე.
მასწავლებლის პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის
და უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის, ანალიზის, შეფასებისა
და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ
მონაკვეთში.
ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი ძალიან სასარგებლო იყო ჩემი
პროფესიული განვითარებსთვის. პირველ რიგში უნდა ავღნიშნო ის, რომ დაწვრილებით გავეცანი
საგანმანათლებლო პროექტებით სწავლების საკითხებს, რაზეც ტრენინგამდე გამოცდილება არ
მქონია.
ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას ვნერგავ ჩემ პედაგოგიურ
პრაქტიკაში ახალი პროექტების დაგეგმვაში და ვცდილობ ეს გამოცდილება კოლეგებსაც გავუზიარო.
ლიანა ოქრუაშვილი
10 სექტემბერი, 2015 წელი
Subscribe to:
Posts (Atom)